ზერონმა სტუდენტთა დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

23 აპრილს თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა სტუდენტთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლეს - ღონისძიებას, რომელიც აკადემიურ სივრცესა და ინდუსტრიას შორის ეფექტური თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

ფორუმის ფარგლებში, მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოს გასცნობოდნენ Zerone-ის საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და კარიერულ შესაძლებლობებს.

კომპანიის მიდგომა სცდება სტანდარტულ ვაკანსიებს და ორიენტირებულია პროფესიული განვითარების სისტემურ მხარდაჭერაზე, აკადემიური ცოდნის გამოცდილებად გარდაქმნა კომპანიაში დამკვიდრებული პრაქტიკაა.

აღსანიშნავია, რომ ზერონი აქტიურად თანამშრომლობს საგანამანათლებლო სექტორთან. თავისუფალსა და აგრარულ უნივერსიტეტებთან მოქმედებს მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სასწავლებლის სტუდენტები სტაჟირებას კომპანიაში გადიან.



ფოტო გალერეა