ზერონი განათლების მხარდამჭერ აქტივობებს განაგრძობს

ზერონი განათლების მხარდამჭერ აქტივობებს განაგრძობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანიამ ამჯერად პროექტის მენეჯმენტისა და კონტრაქტების პრაქტიკაში გამოყენების საკითხზე გაუზიარა გამოცდილება.

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ზერონის მიერ შესრულებული ელექტრომექანიკური საინჟინრო სამუშაოები მასშტაბური ობიექტის მაგალითზე ეხილათ.

კომპანიამ სტუდენტებს ,,ბორჯომის“ საწარმოში განხორციელებული სისტემები გააცნო. ახალ, გაერთიანებულ ქარხანაში 600 ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოო პროცესი ეროვნულ კანონმდებლობას შეესაბამება და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ქარხანა ენერგოეფექტური მასალებითაა აგებული; წარმოების თითოეული ეტაპი კი ისეა ორგანიზებული, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.