რატომ არის BIM ფორმატი MEP პროექტირების მომავალი?

   სამშენებლო ინდუსტრიაში მიმდინარე ცვილებები ერთგვარი პასუხია თანამდროვე სამყაროს სწრაფვაზე მუდმივი განვითარებისა და რევოლუციური მეთოდების დანერგვისკენ. შეიძლება ითქვას, რომ BIM ტექნოლოგების ინტეგრირება პროექტირების პროცესში ამ სფეროსთვის გარდამტეხი მოვლენაა.

  BIM შენობის ციფრული პროტოტიპია, რომელიც მისი კომპონენტების შესახებ ყოვლისმომცველ ინფორმაციას აერთიანებს, სამუშაო პროცესს ამარტივებს და პროექტირებას მაქსიმალურად რეალისტურს ხდის.

რატომ არის BIM პროექტირების მომავალი?

   BIM სერვისის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა შესაძლებლობაა, გამარტივდეს თანამშრომლობა და კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებს შორის. BIM პროექტზე მუშაობა  გუნდის ყველა წევრს სინქრონულად შეუძლია (მთლიანი გუნდი, სერვერის გამოყენებით, მუშაობს ერთ ფაილში; ნებისმიერი მცირედი ცვლილებაც კი, დაყოვნების გარეშე, აისახება სხვა გუნდის წევრებთან). შენობის ინფორმაციული მოდელირებისას გამორიცხულია, ორი სხვადასხვა სისტემის (მაგალითად, საკაბელო არხებისა და ჰაერსატარი მილების) გადაკვეთა.
 

    BIM ავტომატიზაცია მომხარებლებს მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს დროისა და მატერიალური ხარჯების დაზოგვის თვალსაზრისით. BIM პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მშენებლებსა და კონტრაქტორებს შეუძლიათ, ადვილად ამოიცნონ პოტენციური პრობლემები და იზრუნონ ნებისმიერი გაუმართაობის აღმოფხვრაზე  დაგეგმვის ფაზაში. აქედან გამომდინარე, შესრულების ფაზაში, დამკვეთს აღარ უწევს ზედმეტი ხარჯის გაწევა.

   გარდა ზემოხსენებულისა, BIM ავტომატიზაციას შეუძლია, ხელი შეუწყოს სამშენებლო პროცესის გამარტივებას პროექტის დეტალური განრიგის შემუშავების გზით, მასალის გამოყენების ოპტიმიზაციისა და დროისა და ღირებულების ზუსტი შეფასებით.

კიდევ რა უპირატესობა აქვს BIM ტექნილოგიებს?

  BIM ავტომატიზაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სცენარისა თუ შესაძლო ვარიანტის შესაფასებლად, რაც  პროექტზე მომუშავე გუნდს საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები მშენებლობის დიზაინთან, მასალებთან და განრიგთან დაკავშირებით.

  დამკვეთისთვის, პროექტირების პირველივე ფაზიდან, ხელმისაწვდომია პროექტის რეალური ვიზუალი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას შესრულების სტადიამდე აქვს პროექტის საბოლოო მოდელი. ეს ყველაფერი ხელს უწყობს გაუგებრობის, რისკებისა და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას და, შესაბამისად,  მაღალი ხარისხის სამშენებლო პროექტების შექმნას, რომლებიც დამკვეთის მოლოდინს აკმაყოფილებს და ხშირად აღემატება კიდეც.

   ამასთანავე, BIM ავტომატიზაციას შეუძლია უზრუნველყოს ინდუსტრიის სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა, შეამციროს პოტენციური სამართლებრივი საკითხებისა და ჯარიმების რისკი. ყველა შესაბამისი მონაცემის ერთ, ყოვლისმომცველ მოდელში ინტეგრირებით. BIM მიდელირება დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს, დარჩნენ განვითარებადი რეგულაციებისა და სტანდარტების ფარგლებში.

  რომ შევაჯამოთ, BIM ავტომატიზაცია არის მძლავრი ხელსაწყო რომელმაც უკვე დაიწყო რევოლუცია სამშენებლო ინდუსტრიაში. ამ ხელსაწყოს სწორად გამოყენებით, მცირერიცხოვან გუნდსაც კი შეუძლია ინდუსტრიული პროექტების მოკლე დროში შესრულება. დღევანდელი დღე ამ რევოლუციის მხოლოდ დასაწყისია. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, BIM ტექნოლოგიის ინტეგრაცია MEP პროექტირებაში უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი იქნება. სულ მცირე დროში კი BIM ავტომატიზაცია MEP პროექტირების (და არა მხოლოდ) განუყოფელი ნაწილი გახდება.

ამავე თემაზე:

BIM ტექნოლოგიების ინტეგრირება MEP პროექტირების პროცესში