შეთანხმების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდილება მიიღონ წამყვან საინჟინრო კომპანიაში და ჩაერთონ რეალურ საინჟინრო პროექტებში.
ზერონი უკვე წლებია, აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო სექტორთან - მსგავსი მემორანდუმი მოქმედებს თავისუფალ უნივერსიტეტთანაც.
ჩვენი მიზანია ახალგაზრდების პროფესიული განვითარება, ცოდნის გაზიარება და ძლიერი კადრებით საინჟინრო სექტორის მხარდაჭერა.