უკანასკნელ წლებში, სამშენებლო ინდუსტრიამ ორგანული ცვლილებები განიცადა, რაც BIM (Building Information Modeling - შენობის ინფორმაციული მოდელირება) ტექნოლოგიის დამვკიდრებითაა გამოწვეული. BIM არის შენობის ფიზიკური და ფუნდამეტუი მახასიათებლების ციფრული პრეზენტაცია, რომელიც შეიძლება გამოიყენონ პროექტირებაში, ინტერიერის დიზაინსა და ექსპლუატაციაში. MEP (Mechanical, Electrical, Plumbing - მექანიკური, ელექტრული, წყალკანალიზაცია) პროექტირება კი სამშენებლო ნახაზების გადამწყვეტი ასპექტია, რადგან პროექტირებასა და შენობის მექანიკური, ელექტრული და წყალარინების სისტემების კოორდინაციას გულისხმობს.
რა არის MEP პროექტირება?
MEP პროექტირება შენობის მექანიკურ, ელექტრულსა და წყალარინების სისტემებს მოიაზრებს. უფრო დეტალურად კი გათბობას, გაგრილებას, ვენტილაციას, ჰაერის კონდიცირებას, ელექტროობას, სუსტ დენებს, სახანძრო დეტექციასა და ხანძარქრობას მოიცავს. მარტივად რომ ვთქვათ, MEP სისტემები დაგეგმილი მშნებელობის ყველა ასპექტს აერთიანებს, ეს კი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დროსა და ხარჯებს ამცირებს.
რა არის BIM?
BIM შენობის ინფორმაციული მოდელირების სამგანზომილებიანი გამოსახულებაა, რომელიც შენობის, მისი გეომეტრიის, მასალებისა და სისმეტემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აერთიანებს. ის იმდენად დეტალიზებულია, რომ პროექტირების პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორების შესძლებლობას ქმნის.
შენების პროცესში, ორგანზომილებიანი ნახაზები ხშირად შემაფერხებელი ფაქტორი ხდება, რადგან პროექტის სრული სურათის შექმნის გარეშე, დეტალებზე ორიენტირება რთულდება. BIM ტექნოლოგიები კი მომხმარებლებს ამ პრობლემების თავიდან აცილების გზებს სთავაზობს.
რატომ უნდა გამოვიყენოთ BIM ფორმატი MEP პროექტირებისას?
დღეს, MEP პროექტირების პროცესში, BIM ტექნოლოგიების ინტეგრირებას შესაძლოა მძლავრი და ეფექტური ხელსაწყოც კი ვუწოდოთ -BIM ტექნოლოგია ყველა შესაძლო პრობლემის შენების დაწყებამდე აღმოფხვრის შესაძლებლობას ქმნის, რაც მომხმარებლის დროსა და ხარჯებს ამცირებს, პროექტის ეფექტიანობას კი ზრდის.
მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებელს თავადვე შეუძლია, შეამოწმოს პროექტი წარმოდგენებსა და მოლოდინთან თავსებადობაზე და პროექტირების სტადიაზევე აღმოფხვრას ნებისმიერი სახის გაუმართაობა თუ უზუსტობა.
3D მოდელის აგებით, თვალსაჩინო ხდება სისტემებს შორის ნებისმიერი სახის გადაკვეთა - მაგალითად, სადენისა და მილის ერთმანეთში გადასვლა; საკაბელო არხებისა და ჰაერსატარი მილების თანხვედრა. შენობის პარამეტრული მოდელი მომხმარებელს გეომეტრიაზე მორგებული მონაცემთა ბაზის დინამკიური მოდელის შექმნის შესაძლებლობასაც აძლევს.
ყოველივე ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, რომ BIM სისტემები, ენერგოეფექტურობისა და თავსებადობის მხრივ, ოპტიმიზაციის ეფექტური გზაა.
MEP პროექტირების პროცესში BIM ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით: