შენობის მართვის სისტემები (BMS), ასევე ცნობილი როგორც შენობის ავტომატიზაციის სისტემები (BAS), წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ დიდ გაერთიანებს, რომლის მიზანიც, შენობაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და მართვაა. BMS ობიექტის ხელმძღვანელებს, მფლობელებს და მაცხოვრებლებს ანიჭებს ინტელექტუალურ მართვას, მიმდინარე პროცესებზის ანალიტიკურ მონაცემებსა და ენერგომოხმარების ეფექტურად მართვას.
რა არის BMS?
BMS - ეს არის სენსორების, კონროლერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ქსელი, რომელთა გაერთიანებაც შენობის სხვადასხვა სისტემების ოპტიმიზაციაზეა ორიენტირებული. ამ სისტემებში ერთიანდება HVAC, განათება, უსაფრთხოება, სახანძრო სიგნალიზაცია, სამეთვალყურეო და საგანგაშო სისტემები. ცენტრალიზებულია მართვის პანელი, რაც ყველა პროცესის რეალურ დროში დაკვირვების, ერთმანეთთან სინქრონიზაციისა და მონაცემთა ეფექტური ანალიზის საშუალებას იძლევა.
BMS - ის უპირატესობა - ხარჯების შემცირება
BMS უზრუნველყოფს აგრეგატების ყველაზე ეფექტურ მუშაობას. შესაბამისად მოთხოვნილი / მოხმარებული ენერგია მაქიმალურად სწორად და ეფექტურად გამოიყენება. ენერგოეფექტურობა პირდაპირ აისახება გადასახადებზე. ენერგიის ეფექტური გამოყენება აისახება არა მარტო ხარჯებზე არამედ კომფორტზეც. ერთი ბრძანების მიცემით BMS სისტემას შეუძლია მთელ შენობაში შესაბამისი რეჟიმი ჩართოს.
შენობის მართვის სისტემები თანამედროვე სამყაროში შეუცვლელი ხელსაწოა რადგან აღარ დგახართ კომპრომისის წინაშე კომფორტი თუ ენერგოეფექტურობა.