Real Estate Job Fair 2022

ზერონმა Real Estate Job Fair-ში მიიღო მონაწილეობა.

MEP კომპანია დასაქმების ფორუმზე საინტერესო ვაკანსიებით წარდგა. დაინტერესებულ პირებს კომპანიის ძირითადი მიმართულებები და განვითარების პერსპექტივები კომპანიის დირექტორმა, გიორგი დევდარიანმა გააცნო.

ღონისძიებაზე დამსაქმებლები სამშენებლო-დევლოპერული სექტორიდან იყვნენ წარმოდგენილნი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სეგმენტაციით დასაქმების ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა.
Real Estate Job Fair 2022-ს საგამოფენო ცენტრმა, ექსპო ჯორჯია უმასპინძლა.