ნულოვანი წინააღმდეგობა
ზერონმა, 2022 წლის 1 მარტს, ბაზარზე როგორც ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ შეაბიჯა. თუმცა, მისი საქმიანობის სპექტრი მალევე გაფართოვდა. ამჟამად კომპანია მომხმარებელს სრულ MEP მომსახურებას სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზერონისგან დამკვეთებს არა მხოლოდ ელექტრო, არამედ წყლის, ხანძარქრობის, HVAC-ისა (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) და ავტომატიზირებული სისტემების საპროექტო და სამონტაჟო მომსახურების მიღება შეუძლიათ. ზერონი იყენებს პროექტირების უახლეს მეთოდს - BIM-ს (შენობის ინფორმაციული მოდელირება), რაც მოიაზრებს შენობაში ყველა სისტემის 3D ვიზუალიზაციას. მსგავსი მეთოდი არის გარანტია იმისა, რომ დამკვეთს მოსალოდნელი შედეგების შესახებ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს. კომპანიას უკვე 50 წარმატებით ჩაბარებული და 15 მიმდინარე პროექტი აქვს. ,,ნულოვანი წინააღმდეგობა’’ - ზერონის მთელი გუნდი ამ სლოგანისა და იდეის გარშემო ერთიანდება. ჩვენი გუნდის მიზანია, მომხმარებლებმა მაქსიმალური შედეგი მინიმალურ დროში მიიღონ.
კომპანიის შესახებ
დამკვეთი
თანამშრომელი
მიმდინარე პროექტი
დასრულებული პროექტი
ზერონის ინჟინერთა გუნდი ევრაზიაში HVAC & R სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ გამოფენას ISK-SODEX 2025 დაესწრო.
ვრცლად
პროექტის ფარგლებში, ყველა ტექნიკური გადაწყვეტილება პროექტის არქიტექტურასა და ლანდშაფტის კონცეფციასთან იყო შეთანხმებული.
ვრცლად
ზერონი ტაშკენტში გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე „საქართველო–უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“ ინოვაციური საინჟინრო ტექნოლოგიებით წარდგა.
ვრცლად