ნულოვანი წინააღმდეგობა
ზერონი ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და დღეს უკვე MEP ინჟინერიის სრულ ციკლს ქმნის - სტრატეგიული კონსულტაციიდან საბოლოო ჩაბარებამდე. დამკვეთებს ზერონისგან ელექტრო, წყლის, ხანძარქრობის, HVAC-ისა (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) და ავტომატიზირებული სისტემების საპროექტო და სამონტაჟო მომსახურების მიღება შეუძლიათ. ზერონი პროექტირების უახლეს მეთოდს - BIM-ს (შენობის ინფორმაციული მოდელირება) იყენებს, რაც შენობაში ყველა სისტემის 3D ვიზუალიზაციას მოიაზრებს. BIM ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინჟინერია გვაძლევს საშუალებას, დავგეგმოთ პროექტი ციფრულად, სამუშაოების დაწყებამდე. ეს მეთოდი არის გარანტია იმისა, რომ დამკვეთს მოსალოდნელი შედეგების შესახებ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ. კომპანიას უკვე 300-მდე წარმატებით ჩაბარებული და 30 მიმდინარე პროექტი აქვს. ,,ნულოვანი წინააღმდეგობა’’,- ზერონის მთელი გუნდი ამ სლოგანისა და იდეის გარშემო ერთიანდება. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა მაქსიმალური შედეგი მინიმალურ დროში ზედმეტი წინააღმდეგობების გარეშე მიიღონ.
კომპანიის შესახებ
დამკვეთი
თანამშრომელი
მიმდინარე პროექტი
დასრულებული პროექტი
ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებისთვის კომპანია ზერონმა სამშენებლო მოედანზე საგანმანათლებლო ვორქშოფი გამართა. აქტივობის მთავარ მიზანს არქიტექტურისა და ინჟინერიის კოლაბორაციული მუშაობის მნიშვნელობის ხაზგასმა და ამ მიმართულებების პრაქტიკულ ერთიანობაზე ყურადღების გამახვილება წარმოადგენდა.
ვრცლად