ზერონმა Autodesk-ის რეგინულ მენეჯერს უმასპინძლა

ზერონს სამუშაო ვიზიტით Autodesk-ის წარმომადგენელი პაველ ზერკაჩი ეწვია.
პაველ ზერკაჩმა ზერონის გუნდს პროგრამული პლატფორმების უახლესი ფუნქციონალი გააცნო და პრაქტიკული ტრენინგი ჩაუტარა.
შეხვედრაზე Revit-ის, AutoCAD-ის, Civil 3D-ისა და Autodesk Construction Cloud-ის თანამედროვე შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა BIM პროცესების გაძლიერებისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის გამოყენების უპირატესობაზე.
როგორც პაველ ზერკაჩმა აღნიშნა, ზერონი, ტექნოლოგიურ განვითარების კვალდაკვალ, ნერგავს ინოვაციებს სამშენებლო სექტორში.
აღსანიშნავია, რომ ზერონი Autodesk-ის ოფიციალური პარტნიორია და აქტიურად იყენებს მათს ლიცენზირებულ პროდუქტებს.
ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმავა კომპანიებს შორის თანამშრომლობა და დაადასტურა ზერონის მზაობა, იმუშაოს საერთაშორისო ციფრული სტანდარტების მიხედვით, რაც კომპანიის ოპერაციულ ხარისხს და კონკურენტულ უპირატესობას კიდევ უფრო ზრდის.



ფოტო გალერეა