ზერონი პროფესიული განათლების მხარდამჭერია

▪️რამდენად მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია დღეს პროფესია ელექტრიკოსი? 

▪️კარგავს თუ არა აქტუალურობას კონკრეტული პროფესიები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში?

სწორედ ამ თემას მიეძღვნა ,,მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის'' ინიციატივით მომზადებული სიუჟეტი.

ზერონი აქტიურად უჭერს მხარს პროფესიული განათლების განვითარებას. კომპანია ახორციელებს სტუდენტური სტაჟირების პროგრამებს, ეს კი საშუალებას აძლევს ტექნიკური მიმართულების სტუდენტებს, შეიძინონ პრაქტიკული უნარები რეალურ სამუშაო გარემოში, მიიღონ ინფორმაცია უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან.