ვორქშოფის ფარგლებში, სტუდენტებმა მოქმედი სამშენებლო ობიექტი დაათვალიერეს, გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს და პირადად ნახეს MEP სისტემების (Mechanical, Electrical, Plumbing) შესრულების პროცესი. ვიზიტმა მათ საშუალება მისცა უკეთესად გაეგოთ, თუ როგორ ხორციელდება ინჟინრული გადაწყვეტილებების ინტეგრირება არქიტექტურულ კონცეფციებში და რა როლს თამაშობს მრავალდარგოვანი თანამშრომლობა პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.
ზერონის საინჟინრო და სამშენებლო ჯგუფის წარმომადგენლებმა სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და პროექტირებისას წარმოქმნილ პროფესიულ გამოწვევებსა და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვორქშოფმა ახალგაზრდებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, რეალურად ენახათ, როგორ მუშაობს სამშენებლო სფერო ყოველდღიურ რეჟიმში.
კომპანია ზერონი გეგმავს, მომავალშიც განაგრძოს მსგავსი შეხვედრების ორგანიზება, რაც ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და უნივერსიტეტსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.