m³ საბურთალოს ცენტრალურ პარკში ზერონმა გარე განათების სისტემები მოაწყო

სამუშაოები მოიცავდა ქსელის დაგეგმარებას, ენერგოეფექტური სისტემების მონტაჟს, მართვის ავტომატიზაციასა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.

პროექტის ფარგლებში, ყველა ტექნიკური გადაწყვეტილება პროექტის არქიტექტურასა და ლანდშაფტის კონცეფციასთან იყო შეთანხმებული, რათა ტექნოლოგიური ნაწილი ორგანულად შერწყმოდა სივრცის დიზაინს.

მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ზერონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხის კონტროლს, სისტემურ ინტეგრაციასა და ენერგიის მდგრად გამოყენებას, რაც ჩვენი გუნდის სამუშაო სტანდარტია.