ზერონის გუნდი სტამბულში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე იმყოფებოდა

ზერონის ინჟინერთა გუნდი ევრაზიაში HVAC & R სექტორის ერთ-ერთ ყველა ზემასშტაბურ გამოფენას ISK-SODEX 2025 დაესწრო.  

ვიზიტის მიზანი ინოვაციური საინჟინრო ტექნოლოგიების აღმოჩენა, ენერგოეფექტური სისტემების ახალი ტენდენციების გაცნობა და გლობალური ბაზრის მიმართულებების შესწავლა იყო.

ზერონი მხარს უჭერს პროფესიული განვითარების ზრდას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ეს ყველაფერი კი ადგილობრივი საინჟინრო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

გამოფენას Istanbul Expo Center-მა უმასპინძლა.