ზერონი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მხარს უჭერს საინჟინრო მიმართულების სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას. სტაჟირების პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს, პროფესიონალებთან ერთად, საველე პირობებში შეისწავლონ სფეროს სპეციფიკა და საინჟინრო პროცესის ტექნიკური მიმდინარეობა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ინვესტიცია ჩავდოთ განათლებაში, რადგან ეს არის სფერო, რომელსაც უმნიშვნელოვანესი უკუგება აქვს, როგორც ქვეყნის, ასევე სექტორის განვითარების მიმართულებით. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მემორანდუმი თავისუფალ უნივერსიტეტთან. თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების საშუალებას ვაძლევთ. გვეამაყება, რომ ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე სტუდენტი უკვე დასაქმდა და ინჟინერთა გუნდთან ერთად ანხორციელებს სხვადასხვა მასშტაბურ პროექტს.“ - აცხადებს ზერონის გენერალური დირექტორი გიორგი დევდარიანი.
სტაჟირების პროგრამა მუდმივად განახლებადი და მორგებულია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე.