ზერონმა თბილისის 79-ე საჯარო სკოლას უმასპინძლა

ზერონი აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად კომპანიის გუნდმა თბილისის 79-ე საჯარო სკოლას უმასპინძლა.

ზერონის ინჟინრებმა მოსწავლეებს პროექტირების ძირითადი პრინციპები გააცნეს და პროექტებში ვირტუალურად მოგზაურობის საშუალება მისცეს.

კომპანიის პროექტირების მენეჯერი აღნიშნავს, რომ ეს აქტივობა სისტემატურ ხასიათს მიიღებს და როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს მოიცავს.

შეგახსენებთ, მემორანდუმის ფარგლებში, თავისუფალი უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი სტაჟირების პროგრამას ზერონში გადის. კომპანია ასევე აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო ფორუმებში.