ზერონის მხარდაჭერით, თავისუფალ უნივერსიტეტში შენობის სისტემების ინჟინერიის სტუდენტების ფინალური ნაშრომების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე სტუდენტებმა ის პროექტები წარადგინეს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იყო სრული MEP სისტემები, როგორც მექანიკური, ასევე ელექტროსაინჟინრო მიმართულებით. აღნიშნულ პროექტს მენტორინგს ზერონის საინჟინრო გუნდი უწევდა.
„ჩვენს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ფინალური პროექტების ფარგლებში ჩართულიყვნენ საველე პირობების სამუშაო პროცესში. მოხარულები ვართ, რომ ზერონი ქმნის შესაძლებობას სტუდენტებისთვის, გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ჩამოყალიბნენ პროფესიონალ ინჟინრებად“,- განაცხადა შენობების სისტემების ინჟინერიის ხელმძღვანელმა, მაიკლ სანდერსმა. ზერონსა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის შესაბამისად, თანამშრომლობა გრძელდება და არაერთი საერთო პროექტია დაგეგმილი.