ზერონსა და Pelsan-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

ზერონსა და პრემიუმ ხარისხის სანათების მწარმოებელ კომპანია PELSAN-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში ზერონი საინჟინრო პროექტებში პელსანის ბრენდის სანათებს გამოიყენებს.

„მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ხელშეკრულება გავაფორმოთ ისეთ ცნობილ ბრენდთან, როგორიცაა პელსანი. შეთანხმების ფარგლებში, ზერონი მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებში სწორედ ამ პრემიუმ ხაზის პროდუქციას გამოიყენებს“,- განაცხადა ზერონის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი დევდარიანმა.

„საქართველოში ბაზრის კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ კომპანია ზერონი, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, მარკეტინგული აქტივობებითა და მომხმარებელზე მორგებული სერვისით, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი წარმომადგენლობა რეგიონში ამ ბრენდთან დაგვეკავშირებინა“, - აღნიშნა კაფერ ილდირიმმა, პელსანის ექსპორტის გაყიდვების მენეჯერმა.

პელსანი 42 წელია აქტიურად ოპერირებს ბაზარზე და ერთი-ერთი მასშტაბური მწარმოებელია სანათების მიმართულებით. მისი პროდუქცია მსოფლიოს 79 ქვეყანაშია წარმოდგენილი.