ზერონსა და ამერიკულ კომპანია ტრიდიუმს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. Tridium-ი ნიაგარა ქსელის წარმომადგენელია, რომელიც შენობის მართვის ავტომატიზაციისა და BMS-ის მიმართულებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს.
„შენობის მართვის ავტომატიზაცია ის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელსაც ჩვენი გუნდი ნერგავს ქართულ საინჟინრო ბაზარზე. ნიაგარა ქსელთან აქტიური თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას ინოვაციური BMS სისტემები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შევთავაზოთ მომხმარებელს“ ,- აცხადებს გიორგი დევდარიანი, ზერონი გენერალური დირექტორი.
„ზერონისწორედ ის კომპანიაა, რომელსაც შეუძლია სრულად ისარგებლოს ჩვენი გამოცდილებითა და ტექნიკური რესურსებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, მართვისა და მონიტორინგის თუ გრაფიკული პროექტირების პერსპექტივები. პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ მომხმარებელზე მორგებულ თანამედროვე გადაწყვეტილებებს ვქმნით – შენობების BMS-ისა და ავტომატიზებული სისტემების მიმართულებით“, - განაცხადა ტრიდიუმის გაყიდვების ქსელის ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ ევროპაში, ირექ პაკულამ.
ტრიდიუმთან პარტნიორობის პარალელურად, ზერონი საერთაშორისო ბრენდებთან კოლაბორაციას განაგრძობს და მიკზნად საქართველოში ინოვაციური სერვისების დანერგვას ისახავს.