ზერონის გუნდი მიუნხენში, ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას - BIM WORLD MUNICH დაესწრო.
„ზერონის გუნდი ამჯერად მიუნხენში იმყოფება და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საინჟინრო გამოფენაში მონაწილეობს. ჩვენი მიზანია შევისწავლოთ საერთაშორისო სტანდარტები, ინოვაციური პროდუქტები და დავნერგოთ ქართულ საინჟინრო ბაზარზე“,- აცხადებს ზერონის გენერალური დირექტორი, გიორგი დევდარიანი.
საერთაშორისო გამოფენის მიზანია, ხელი შეუწყოს სამშენებლო სექტორის გაციფრულებას და მსოფლიოში BIM ეკოსისტემის შექმნას. BIM WORLD MUNICH ყოველწლიური ღონისძიებაა და მასში მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით ათასობით კომპანია იღებს.