ზერონსა და არქიტექტურულ კომპანია Studio 9-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში კოლაბორაციული პროექტები შესრულდება. არქიტექტურისა და დიზაინის ნაწილს Studio 9, ხოლო საინჟინრო მიმართულებას ზერონი შეასრულებს.
„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთ წარმატებულ არქიტექტურულ კომპანიასთან დავიწყეთ თანამშრომლობა. მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2012 წლიდან ის არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მოწინავე პოზიციებს იკავებს“,- განაცხადა ზერონის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი დევდარიანმა.
მემორანდუმის ფარგლებში, გარდა საპროექტო მიმართულებისა, მოაზრებულია საინფორმაციო შეხვედრები, რომელიც სფეროს სიახლეების წარდგენას ემსახურება.
„გვიხარია, რომ საშუალება გვაქვს ჩვენი პროექტების საინჟინრო ნაწილი მივანდოთ ისეთ წარმატებულ კომპანიას როგორიცაა ზერონი. კვალიფიციურ ინჟინერთა გუნდის აქტიური ჩართულობით ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელბთ“ ,- აღნიშნა სტუდია 9-ს დირექტორმა აკაკი ჩხაიძემ.