ზერონი საქართველოს ენერგეტიკის გამოფენისა და ფორუმის მონაწილეა

ზერონის გუნდმა საქართველოს ენერგეტიკის გამოფენასა და ფორუმზე პროექტირების ინოვაციური მეთოდი, BIM წარადგინა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, შენობის ინფორმაციული მოდელირების მეთოდი მშნებლობის პროცესს ამარტივებს და მოსალოდნელი ხარვეზების თავიდან აცილების შესაძლებლობას ქმნის.

,,დამკვეთს აქვს შესაძლებლობა, მშენებლობამდე, ვირტუალურ რეალობაში დაათვალიეროს პროექტი და გაეცნოს სისტემათა განლაგებას. აღნიშნული ტექნოლოგია უმნიშვნელოვანესია დეველოპერული თუ სამშენებლო სექტორისთვის, რადგან მისი საშუალებით მინიმუმადე არის დაყვანილი სისტემათა გადაკვეთა და მოსალოდნელი ხარვეზები“,- განაცხადა გიორგი დევდარიანმა. 

საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა/ფორუმი (Georgia Energy Exhibition and Forum - GEEF 2024) Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში გაიმართა. ღონისძიების მთავარ თემას ქვეყნის მწვანე ენერგიაზე გადასვლა და განახლებადი ენერგიების პროექტებისთვის დაფინანსების შესაძლებლობა წარმოადგენს. ამასთან, ფორუმის მიზანია საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლის წარმოჩენა. გამოფენასა და ფორუმს ღონისძიებას აღმასრულებელი რანგის თანამდებობის პირები, დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კომპანიების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექპერტები დაესწრნენ.