ზერონმა პირველი რეგიონული ფილიალი გახსნა

ზერონის ოფისი ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა. რეგიონული ფილიალის გახსნას სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, კომპანიის პარტნიორები და დამკვეთები ესწრებოდნენ.

„ჩვენი გუნდი მუდმივად ზრდის ოპერირების არეალს და ცდილობს, ხელმისაწვდომი გახადოს სერვისები რეგიონებში, ლოკალურ დონეზე. ამჯერად, აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, შევქმენით შესაძლებლობა, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში ვთავაზობთ ელექტრომექანიკური სისტემების პროექტირების, ინსტალაციისა და მომსახურების სრულ სერვისს“,- აღნიშნავს ბათუმის ფილიალის დირექტორი, საბა გელავა.

 ზერონის ოფისი ბათუმში ს. ხიმშიაშვილის ქ. N20-ში მდებარეობს. იგი მომხმარებლებს ელექტრომექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და მომსახურების სერვისს სთავაზობს.