ზერონის გუნდმა TRIDIUM NIAGARA SUMMIT 2024-ში მიიღო მონაწილეობა

ზერონის გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოფენას TRIDIUM NIAGARA SUMMIT 2024 დაესწრო. ღონისძიების მიზაია მსოფლიოს მასშტაბით ცოდნის გაზიარება შენობის მართვის ავტომატიზაციის (BMS) მიმართულებით.

 „ჩვენი გუნდი მუდმივად ეძებს ყველა შესაძლებლობას, რომელიც ამარტივებს საინჟინრო საქმიანობას და ქმნის დამკვეთებისთვის შესაძლებობას, მოკლე დროში მაქსიმალური შედეგი მიიღონ. შენობების ავტომატიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა და, სწორედ ამიტომ, აქტიურად ვართ ჩართული TRIDIUM NIAGARA SUMMIT 2024-ში. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, პარტნიორებთან ერთად, გავეცნოთ სფეროს სიახლეებს და ეს გამოცდილება გავუზიაროთ ქართულ საინჟინრო სექტორს“,- აცხადებს ბიზნესის კვლევისა და ანალიტიკის მენეჯერი გრიგოლ წიქარიშვილი.

ზერონისა და TRIDIUM-ის თანამშრომლობის მიზანი საქართველოში, BMS-ის მიმართულებით, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაა.