საკაბელო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია საქკაბელსა და მოწინავე საინჟინრო კომპანია ზერონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საქკაბელის მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ და ზერონის გენერალურმა დირექტორმა გიორგი დევდარიანმა მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ზერონი პროექტებში საქკაბელის წარმოებულ საკაბელო პროდუქციას გამოიყენებს.