რა არის Global BIM?
Global BIM არის იდეა, რომ სახელმწიფოებმა შექმნან და დანერგონ საერთო სტანდარტები სამშენებლო ინდუსტრიაში. Global BIM წარმოადგენს გაზიარებულ სწავლებას, კოლაბორაციას, და მენტორობას სახელმწიფოებს შორის. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი მოწინავეა ციფრული მშენებლობის მიმართულებით და თანამშრომლობს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა სინგაპური, კოლუმბია, ვიეტნამი და შეერთებული შტატები. ამ კოლაბორაციის მიზანია შეიქმნას საერთო ციფრული მიდგომა შენობებისა და ინფრასტრუქტირის დაპროექტების, დაგეგმვის, აშენებისა და ექსპლუატაციისთვის.
BIM სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. თუმცა საერთო ჯამში ის მოიცავს ტექნოლოგიებს, სტანდარტებს, უნარების განვითარებისა და პროექტების მართვის გზებს. BIM - ის განვითარება დაიწყო როგორც 3D მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა, ახლა კი განიხილება როგორც საინფორმაციო მეთოდოლოგია სამშენებლო პროექტის დიზაინის, მშენებლობისა და მართვისთვის. Global BIM - ის იდეის მთავარო მოტივაცია არის სახელმწიფოების გათანაბრება საერთო მეთოდოლოგიით, ეს ნიშნავს, რომ ამ გაერთიანების ყველა წევრი ერთ სამშენებლო ენაზე ილაპარაკებს.
Global BIM – ის ევოლუცია 2011: Global BIM საწყისებია
2011 წელს, დიდ ბრიტანეთში, ბრიტანეთის ციფრული მშენებლობის ცენტრმა დასვა შეკითხვა: რა არის მთავრობის და საჯარო სექტორის როლი ამ ინოვაციის დანერგვაში? მას შემდეგ შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც ინჟინერიისა და კონსტრუქციის ინოვაციურ მეთოდებზე ცნობადობას აამაღლებდა ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი სამშენებლო ინდუსტრიაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ თემის სრულად ამოსაწურად. სწორედ აქ გაჩნდა პირველი აზრი შექმნილიყო Global BIM, კოლაბორაცია რომელიც დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების თანამშრომლობით შექმნიდა სრულყოფილ მეთოდებს.
2015: მთავრობებმა დაიწყეს Global BIM გაერთიანებაში ჩართვა
2015 წელს, ჩილეს მთავრობამ გადაწყვიტა ესწავლა დიდი ბრიტანეთისგან BIM მეთოდები. ორმა ქვეყანამ დაიწყო კოლაბორაცია და და ჩილემ დაიწყო დიდი ბრიტანეთის მოდელების საკუთარ მოთხოვნილებებზე მორგება. ამ გაერთიანების პროგრესის აშკარა იყო, და მათ შეუერთდნენ მექსიკა, კოლუმბია, პერუ, ბრაზილია, ვიეტნამი, სინგაპური და ჰონგ-კონგი. 2015 წელს კი შეიქმნა EU BIM Task Group. რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მზად იყვნენ აქტიური როლი ეთამაშაათ თავიანთ ქვეყანაში ციფრული მშენებლობის განვითარებაში.
2021: Global BIM სამიტი შედგა
2021 წლის მარტში, Global BIM ქსელი პირველად ამუშავდა Global BIM სამიტზე. ეს ქსელი შედგებოდა 2000 - ზე მეტი სახელმწიფო, თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან 100 ქვეყნისგან. ამ ქსელის მონაწილეების მთავარი მიზანი სამშენებლო ინდუსტრიის გაუმჯობესება და გაიაფება, ასევე თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცხოვრების დონის ამაღლება იყო.
რატომ იზრდება Global BIM ასე სწრაფად?
მთლიანი სამშენებლო ბაზრის 13%, ყველაზე დიდი ინდუსტრიები იყენებენ BIM - ს და ავრველებენ სტატისტიკას რომ ამ მეთოდის გამოყენებამდე, დიდი კონსტრუქციული პროექტების 20% პროცენტი დაგვიანებით, ხოლო 80% დაგეგმილი ბიუჯეტის გადახარჯვით სრულდებოდა. BIM კოლაბორაციამ კი მათ შესაძლებლობა მისცა როგორც დროის ასევე მატერიალური რესურსები მაქსიმალურად დაეზოგათ. 3 მიზეზი, რატომ ხდება Global BIM შეუცვლელი გაერთიანება:
1. ციფრული აქსელერაცია 2020 - ში როცა პანდემიამ გლობალურ ეკონომიკას ძლიერი ზიანი მიაყენა, მან წახალისება მისცა ციფრული გარდაქმნების დაჩქარებას. აუცილებელი გახდა დისტანციურად მუშაობის დროს ინფორმაციის გაცვლა ყოფილიყო რაც შეიძლება სწრაფი, ზუსტი და ამომწურავი.
2. შეუფერხებელი ინდუსტრია ციფრული პროფესიების განვითარებასთან ერთად, უფრო რთული გახდა მუშა ხელის მოძიება და არსებულის შენარჩუნება. აუცილებელი გახდა ადამიანური რესურსის ისეთი ეფექტურობით გამოყენება, რომლის საჭიროებაც აქამდე არ ყოფილა. 5D BIM - ის განვითარებამ არა მხოლოდ ინფორმაციის მიმოცვლის გაუმჯობესება, ასევე ადამიანური რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებაც დააჩქარა.
3. BIM ფორმატის მიღება ინფორმაციული და ფიზიკური დაჩქარების შემდეგ, აუცილებელი გახდა პროექტის სწრაფად მიღება და დადასტურება. BIM ფორმატით პროექტის მიღება სამთავრობო დონეზე ბევრად სწრაფი და ეფექტური აღმოჩნდა. UK Bim Program - აქაც გამოიჩინა თავი და ყველას გააცნო ის სამშენებლო გარემო, რომელიც თავად შექმნა. სახელმწიფოს მიერ პროექტის მიღება BIM ფორმატში გახდა გარდამტეხი BIM ფორმატის დამკვიდრებაში რადგან იგი სრულად ავტომატიზირებულია.