ზერონის მხარდაჭერით, პირველი არქიტექტურული ფორუმი გაიმართა

ზერონის მხარდაჭერით, 27 სექტემბერს პირველი არქიტექტურული ფორუმი გაიმართა. Tbilisi Architecture Forum-ს 700-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. ღონისძიების თემა- „მეხუთე განზომილება: არქიტექტურა, როგორც ადამიანური გამოცდილება“ იყო. ფორუმის სპიკერები კი მსოფლიო და ადგილობრივი არქიტექტურული სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ.

ზერონთან ერთად, ფორუმის მთავარ პარტნიორებს ბრიტანეთის საელჩო და ელემენტ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია, ელემენტ კონსტრაქშენი წარმოადგენდნენ . 

ღონისძიება სითიზენის ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა. თბილისის არქიტექტურის ფორუმს ექსპო ჯორჯიამ უმასპინძლა.