ზერონი Tbilisi Architecture Forum-ის მთავარი პარტნიორია

ფორუმი მიზნად ისახავს არქიტექტურის ტრადიციული საზღვრების გაფართოებას და  ყურადღებას ამახვილებს იმ უხილავ ასპექტებზე, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს: ემოცია, მეხსიერება, კულტურული ნარატივები და მდგრადი პრაქტიკები.

ღონისძიება შექმნის საერთაშორისო პლატფორმას, სადაც არქიტექტორები, ურბანისტები, დიზაინერები და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები იმსჯელებენ თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე.

ფორუმის მთავარ სპიკერებს მსოფლიო დონის არქიტექტორები და ინოვატორები წარმოადგენენ:

• მანუელა გატო (Zaha Hadid Architects);

• მარიოს ცილიაკოსი (Foster + Partners);

• ტიმ ფუ (Studio Tim Fu);

• სემ რაითი (Wilkinson Eyre).

ღონისძიება ხორციელდება Cityzen-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით. ზერონთან ერთად, ფორუმის მთავარი პარტნიორები ბრიტანეთის საელჩო და ელემენტ ქონსთრაქშენი არიან. „თბილისის არქიტექტურის ფორუმი“ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, 27 სექტემბერს გაიმართება.