ზერონმა პროფესიული სასწავლებელი საინჟინრო სისტემებით უზრუნველყო

ზერონმა, ელემენტ ჰოლდინგის დაკვეთით, პროფესიული უნარების მომზადება-გადამზადების ცენტრის პროექტი ელექტრომექანიკური საინჟინრო სისტემებით უზრუნველყო. 

პროექტის ფარგლებში შესრულდა:

▫️ შენობის ელექტრიფიკაცია;

▫️ სუსტი დენების მოწყობა;

▫️ განათების სისტემების მონტაჟი;

▫️ გათბობა-გაგრილება;

▫️ ვენტილაცია;

▫️ სახანძრო დეტექცია;

▫️ ავტომატური ხანძარქრობა.