ფარმაცევტული პროდუქტების ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწყობსა და საოფისე სივრცეებს აერთიანებს.
ზერონმა ობიექტზე მუშაობა 2022 წლის იანვარში დაიწყო. ლოჯისტიკურ ცენტრში სამუშაოები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხელშეკრულებით განსაზღვრული პუნქტები ვადების სრული დაცვით შესრულდა.
შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
o შენობის ელექტრიფიკაცია;
o განათების სისტემები/სანათები;
o გარე ელექტროსამონტაჟო სამუშაოები;
o კაბელირება/საკაბელო კონსტრუქციები;
o ელ.გამანაწილებელი ფარები;
o დამიწების სისტემის მოწყობა;
o სხივური დეტექორების მონტაჟი;
o კვამლაღმომჩენი სისტემა;
o საგანგაშო ღილაკები;
o სახანძრო გახმოვანება;
o მეხამრიდის სისტემის მოწყობა.