









ზერონი წყალტუბოში UEFA-ს მე-3 კატეგორიის სტადიონის საინჟინრო სერვისების პროექტირებას BIM ტექნოლოგიის გამოყენებით ახორციელებს.
პროექტის ფართობი: 46,256 მ².
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებში BIM მოდელირება უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს, სისტემათა ეფექტურ კოორდინაციასა და ოპტიმიზებულ დაგეგმვას. აღსანიშნავია, რომ პროექტი არქიტექტურულ კომპანია სტუდია 9-სთან კოლაბორაციით სრულდება.